loader

ვიდეო მძიმე სანახავია: კადრებში ჩანს, როგორ ჩავარდა ავტობუსი მდინარეში, არის მსხვერპლი - შემთხვევა იტალიაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო მძიმე სანახავია: კადრებში ჩანს, როგორ ჩავარდა ავტობუსი მდინარეში, არის მსხვერპლი - შემთხვევა იტალიაში მოხდა

იტალიაში, ტურინში, ტურისტული ავტობუსი მდინარე პო-ში ჩავარდა. დაიღუპა ერთი პირი.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

იტალიური მედიის ცნობით, გარდაცვლილი ავტობუსის მძღოლია, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაში მარტო იმყოფებოდა.

მაშველებმა მამაკაცი ავტობუსიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს და გარდაცვალება დაადასტურეს.

მედიის ინფორმაციით, ავტობუსი მდინარეში ვიტორიო ვენეტოს მოედანთან, ვიტორიო ემანუელ I ხიდიდან გადავარდა.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა.