ტრაგედია ხაშურში - მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდან გადმოვარდა და დაიღუპა
ხაშურის რკინიგზის მემანქანე სარკინიგზო ტრანსპორტიდ ДГК-დან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, მემანქანე გაჩერებული ტრანსპორტიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა ლიანდაგს და ადგილზე გარდაიცვალა.