loader

"სამივე დედისერთაა... რა ტრაგედიაა..." - ცნობილია ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამივე დედისერთაა... რა ტრაგედიაა..." - ცნობილია ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ლუკა ებრალიძეა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა.

"გული მოგვიკალი და გავანადგურე ლუკაჩო. ვერ მოგინელებ ვერასოდეს.

სამივე დედისერთაა...

საშინელება იყო...

მერამდენე, მაგ დაწყევლილი ხიდიდან...

რა ტრაგედიაა, ვაიმე, ვიზიარებ...

უსამართლოა ეს ცხოვრება...

რატო, ლუკა, გამისკდა გული..." - წერენ სოციალურ ქსელში.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა მდინარეში გადავარდა, მასში მყოფი ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.