loader

"აჭარის ტელევიზია" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აჭარის ტელევიზია" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"აჭარის ტელევიზია" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი გარდაიცვალა.

ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

ლოლა ტუმასიანი აჭარის მაუწყებლის, საინფორმაციო სამსახურში 2019 წლიდან მუშაობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.