loader

"გუშინ შევიტყვეთ - რა მოხდა თებერვალში?" - რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინ შევიტყვეთ - რა მოხდა თებერვალში?" - რომან გოცირიძე განცხადებას ავრცელებს

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"რამ შეჭამა რეზერვი?

არ ამბობს არაფერს ეროვნული ბანკი.

როგორც ჩანს, თხამ შეჭამა რეზერვი.

ეროვნულ ბანკს დღემდე არ განუმარტავს, რატომ შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები 202 მილიონი დოლარით თებერვლის თვეში. გუშინ შევიტყვეთ, რომ ეროვნულ ბანკს დოლარები თებერვალში არ გაუყიდია, მანამდე ვიცოდით, რომ მთავრობამ საგარეო ვალის მომსახურებისათვის იანვარ-თებერვალში დახარჯა 130 მილიონი დოლარი, ანუ თვეში საშუალოდ 65 მილიონი დოლარი. რა მოხდა თებერვალში?

როცა დროზე არ რეაგირებ კითხვებზე ( არა და თითქმის ერთი თვე გავიდა), ეს ან არაკომპეტენტურობის ბრალია, ან რაღაცა იმალება შეგნებულად." - წერს რომან გოცირიძე.