loader

"დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა" - სამხრეთ კორეა "ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძარს" ებრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა" - სამხრეთ კორეა "ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძარს" ებრძვის

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და ისტორიული ტაძრები დაიწვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტერიტორია, რომელზედაც ხანძარი მძვინვარებს დღეს, გუშინდელთან შედარებით, გაორმაგდა.

Reuters-ი წერს, რომ ხანძრის შედეგად, რომელიც უისეონგის ოლქში დაიწყო, 33 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა ან ჯერ კიდევ იწვის, რაც მას სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძრად აქცევს.

„ტყის ხანძრების უპრეცედენტო სწრაფი გავრცელების გამო, კრიტიკულ სიტუაციაში ვართ ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰან დაკ-სუმ.

სამხრეთ კორეა, მთიანი რელიეფის გამო, ტყის ხანძრებს ვერტმფრენების დახმარებით ებრძვის. უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამ რეგიონში 120-ზე მეტი ვერტმფრენია განლაგებული.