"ვინ არ ეუბნებოდა შეიღებე თმაო, არა ჩემი შვილი სხვას ქადაგებს და მაგას როგორ ვიზამო" - კასპში მოღვაწე სასულიერო პირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"დედას როცა ასტკივდა და კვლევაზე წავიყვანე, უკვე მეოთხე სტადია იყო. ორ წელზე მეტი ვაცოცხლეთ. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, სასულიერო პირებს, სახელმწიფოს, მედიკოსებს და ყველა მასზე მლოცველს და მზრუნველს.ბოლოს გუშინ ეზიარა და გუშინვე წაიყვანა ღმერთმა, ჩემი კოპწია დედა. თავის მეუღლე, ვინ არ ეუბნებოდა შეიღებე თმაო, არა ჩემი შვილი სხვას ქადაგებს და მაგას როგორ ვიზამ-ო. ჩემზე თავგანწირული.არავის დაგამძიმებთ მასზე ლოცვა, 3 მაისს აქვს ორმოცი, გთხოვთ ვისაც რა შეგიძლიათ, იმით მიეხმარეთ ახლად შესვენებული მარინეს სულს. შაბათს, 29 მარტს, დილის ათის ნახევრიდან, დასვენებული იქნება კასპის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში. ჩატარდება წირვა, პანაშვიდი და წესის აგება. შემდეგ დაკრძალვა, სუფრა ციტრუსში."