საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"ამა წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი). ბერი სერაფიმე დაიკრძალება შაბათს, 29 მარტს ამავე მონასტრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ სერაფიმეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი სერაფიმე," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.