loader

"პრეზიდენტს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა კატეგორიული უარი ვუთხარი, თუ ეს მოხდება აღარ გავაგრძელებ პრემიერის თანამდებობაზე მუშაობს-თქო" - ზურაბ ნოღაიდელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრეზიდენტს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა კატეგორიული უარი ვუთხარი, თუ ეს მოხდება აღარ გავაგრძელებ პრემიერის თანამდებობაზე მუშაობს-თქო" - ზურაბ ნოღაიდელი

“თუ იმას მე­კი­თხე­ბით, მე­კის­რე­ბა თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ მოვ­ლე­ნებ­ზე, რა თქმა უნდა“, - ასე უპა­სუ­ხა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვას, რო­მე­ლიც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის კონ­ტექ­სტში მას­სა და მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც ნო­ღა­ი­დელ­მა ამა­ვე კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მკვლე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შს მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და."მი­ნის­ტრებ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია, პრე­ზი­დენ­ტთან რამ­დენ­ჯერ­მე კი. დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ ეს სა­კი­თხი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და. რა­ღაც მო­მენ­ტში, ბო­ლოს წინა დღეს, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამა­ზე გვქონ­და ჩვენ სა­უ­ბა­რი, რად­გან უნ­დო­და, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ეშ­ვა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაგ­ვე­ნიშ­ნა, რა­ზეც მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი.

ვუ­თხა­რი, რომ თუ ეს მოხ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მე აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. თუმ­ცა ჩვენ სა­ღა­მოს ისე დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, რომ მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის. ეს მგო­ნი, უკვე თე­ბერ­ვალ­ში იყო. მარ­თა­ლია, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ იქ­ნე­ბო­და ახა­ლი პრე­მი­ე­რი და ფი­ნანსთა ახა­ლი მი­ნის­ტრი.