loader

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს - "პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ, მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს - "პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ, მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე"

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო.

ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა?

რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ.მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.

კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ." - წერს მამუკა ხაზარაძე