"ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია... მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი" - მიხეილ ქარელი
ომი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ - ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია. გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი,- ამის შესახებ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.
როგორც მიხეილ ქარელმა სხდომაზე განაცხადა, ის მზად არის კომისიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუკი კომისიას მასთან დამატებითი კითხვები ექნება.