loader

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში "ანონიმური ყუთს" განთავსებას, რომელსაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში "ანონიმური ყუთს" განთავსებას, რომელსაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში "ანონიმური ყუთის" განთავსებას, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:

"რომელიღაც საბავშვო ბაღში "ანონიმური ყუთი" დაუდგამთ, აზიარებს ბევრი, არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ თუ არაკეთილი მიზნით, გამახსენდა, მცირეწლოვანი რომ ვიყავი, ბავშვებს დაგვირიგეს "სახელმწიფო წერის" რვეულები და მოგვთხოვეს დაგვეწერა თემა - "როგორ შეხვდა ჩემი ოჯახი პარტიის 26-ე ყრილობას".

დავჯექი წერად და სიტყვა-სიტყვით ჩამოვაწიკწიკე მამაჩემი როგორ აგინებდა პოლიტბიუროს. მეორე დღეს შალვა ამონაშვილმა ჩემი რვეული, ახლაც არ ვიცი როგორ, რადგან დანომრილი იყო სახელმწიფო წერის რვეულები, გააქრო და მამაჩემი სიცილ-სიცილით გააფრთხილა, ბავშვთან ყველაფერს ნუ ილაპარაკებო. დავიტოვოთ იმედი, რომ შალვა ამონაშვილის მსგავსი ნათელი ადამიანები აკრავთ გარს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს?

აქვე გამახსენდა გერმანული ძალიან კარგი ფილმი "სხვათა ცხოვრება", მაგრამ ამ ფილმში პროფესიონალის თავგადასავალია და არა დეგრადირებული სუბიექტების." - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, განთავსებული "ანონიმური ყუთის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტი საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა.