"წამოვდექი და ფეხები არ დამემორჩილაო. მუხლებიდან არის ამოვარდნილი" - რას დეტალებს ჰყვება მთაწმინდაზე, ერთ-ერთი დაშავებულის ახლობელი; უბედურ შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა ჩაინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაღუპლია 30 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ლევან დვალი.
არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფოტოებს იღებდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა. ცნობილია, რომ ამ შენობაში მოქალაქეები ქალაქის ხედის გადასაღებად შედიოდნენ.
მომხდარის შესახებ „პალიტრავიდეო“-ს ერთ-ერთ დაშავებულის ახლობელმა უამბო, თუმცა სატელევიზო ინტერვიუზე უარი გვითხრა.
„დაშავებული ჩვენი ოჯახის ახლობელია. რუსთავლები არიან, სასეირნოდ იყვნენ ასულები მთაწმინდაზე. შემთხვევა წამებში მოხდა. ორი ბიჭი ბეწვზეა გადარჩენილი, ჩვენც შოკში ვართ. ის ადგილი ტურისტებით იყო სავსე.
ერთი საერთოდ დალეწილია, ვერ ვტოკდებოდიო, რომ წამოვდექი ფეხები არ დამემორჩილაო. მუხლებიდან არის ამოვარდნილი. ვინც გარდაიცვალა მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა. იქვე მყოფებმა გამოძახეს სასწრაფო დაგადაიყვენეს ინგოროყვას კლინიკაში“, - გვეუბნება ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სიჯეტში გამოყენებულია "ტვ პირველის"-ის კადრები.