loader

"ძალიან მინდა რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე" - 22 წლის გოგონა, რომელიც 3 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მინდა რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე" - 22 წლის გოგონა, რომელიც 3 წლის წინ ავტოავარიაში მოყვა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

22 წლის მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და მის ამბავს უყვება:

- მე ვარ 22 წლის მარიამ ტატანაშვილი. 3 წლის წინ როდესაც მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, მანქანა ტრაილერს შეეჯახა.

ჩემი მდგომარრობის სიმძიმის გამო ექიმებს არ ეგონათ რომ კომიდან გამოვიდოდი.

დამჭირდა 12 ოპერაცია, მათ შორის: მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ამპუტაცია; მარჯვენა ფეხის ხუთივე თითის ამპუტაცია; წვივის მოტეხილი ძვლების რკინებით აწყობა; სახის თითქმის ყველა ძვალის ხელოვნურით ჩანაცვლება;და ა.შ...

ერთი თვალის ამპუტაცია მაქვს გაკეთებული, მეორე თვალში კი თითქმის 100 პროცენტით მაქვს დაქვეითებული მხედველობა.

ძალიან მინდა რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე. ამის დიდი იმედი მომცა ჩემმა ექიმმა და ამ ეტაპზე ჩემი თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო...

ჩემი გვერდი შევქმენი იმისთვის, რომ ჩემს შესახებ მოგიყვეთ ისტორიები, განახოთ ჩემი ყოველდღიურობა და უდიდეს მადლობა გიხდით ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და გვერდში მიდგეხართ.

ყოველი თქვენგანისგან ჩემს მიმართ წამოსული თბილი დამოკიდებულება და ყურადღება უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ ვიბრძოლო ახალი ცხოვრების დაწყებისთვის.

სიყვარულით, მარიამი.

#GE12TB7113845068100026 ტბს მიმღები შორენა ზიზიაშვილი

#GE62BG0000000162441132 საქართველო მიმღები მარიამ ტატანაშვილი