loader

ვინ არის 28 წლის ბიჭი, რომელიც მთაწმინდის პარკთან არსებული შენომის ჩამონგრევას ემსხვერპლა - "ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 28 წლის ბიჭი, რომელიც მთაწმინდის პარკთან არსებული შენომის ჩამონგრევას ემსხვერპლა - "ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია"

მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ადიამიანები სურათის გადასაღებად შედიოდნენ ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაღუპული 28 წლის ლევან დვალია.

როგორც "TV პირველთან" ერთ-ერთი დაშვებულის დედა ყვება, დაღუპული მისი შვილის ძმაკაცია.

"მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა "TV პირველთან".

ჩამონგრეული გადასახედი ახლა პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

როგორც Palitravideo-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.