ვინ არის 28 წლის ბიჭი, რომელიც მთაწმინდის პარკთან არსებული შენომის ჩამონგრევას ემსხვერპლა - "ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია"
მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ადიამიანები სურათის გადასაღებად შედიოდნენ ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაღუპული 28 წლის ლევან დვალია.
როგორც "TV პირველთან" ერთ-ერთი დაშვებულის დედა ყვება, დაღუპული მისი შვილის ძმაკაცია.
"მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა "TV პირველთან".
ჩამონგრეული გადასახედი ახლა პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.