ტრაგედია ფუნიკულიორზე - 28 წლის ბიჭი ფანჩატურის ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც
მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ადიამიანები სურათის გადასაღებად, შედიიოდნენ ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ტრაგედიას მთაწმინდაზე 28 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
ჩამონგრეული გადასახედი ახლა პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.
"მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა "TV პირველთან".
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: "TV პირველი"