loader

"კონკრეტული მასალები და "სქრინები" არსებობს... ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის" - რას ამბობს კახა კალაძე მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კონკრეტული მასალები და "სქრინები" არსებობს... ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის" - რას ამბობს კახა კალაძე მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არასდროს პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლები სამსახურიდან არ გაუშვიათ და ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია.

მისი თქმით, მერიაში ცვლილებებს ახორციელებენ და საშტატო რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

"არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან. მაგრამ, შენ თუ არ მოგწონს ის პოლიტიკა რომელსაც ჩვენ ვატარებთ, შენ თუ არ მოგწონს ის, რასაც მე ვაკეთებ ქალაქისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია დილით ჩემთან ერთად აკეთებდე თბილისის საქმეებს და საღამოს მაკრიტიკებდე და ძირს მითხრიდე.

კრიტიკაც მისაღებია, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც შენ დადიხარ თანამშრომლებში და ემუქრები, აშანტაჟებ, რომ ხელი მოაწერინო იმ განცხადებას, რომელიც იქნა გავრცელებული. ამის კონკრეტული მასალები და "სქრინები" არსებობს თუ როგორ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ ჩვენს თანამშრომლებს, რომ ხელი მოეწერათ აღნიშნულ დოკუმენტზე. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მე ხომ არ გზღუდავ, შენ გაქვს პოლიტიკური შეხედულება? კი ბატონო, გამოთქვი შენი პოლიტიკური შეხედულება, წადი აქციაზე, ვინ გიშლის, ვინ გზღუდავს ამაში. თუ აქამდე არავის შეუზღუდიხარ, მაინც და მაინც დღეს რატომ გახდა პოლიტიკური მოტივით შენი გათავისუფლება" - განაცხადა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.