"ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში "პერედაჩებს" უგზავნის, ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია" - "მაგნატის" მესაკუთრე
ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, - ამის შესახებ „მაგნატის“ მესაკუთრემ, ჯემალ ლეონიძემ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი კომპანიის საქმეს განიხილავენ.
„ჩემს ოჯახს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, არავინ დახმარებია. ერთ კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში. ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო. ის ჩემი მოწილე იყო, მემორანდუმზეა დაფიქსირებული,“ - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.