დიდი დიღომი დიდუბეს 7.5 კმ-იანი ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება - სად გაივლის ახალი სატრანსპორტო ხაზი?
დიდი დიღომი დიდუბეს 7.5 კმ-იანი ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ტრამვაის შემადგენლობა - 10 იქნება, ხოლო გაჩერებების რაოდენობა - 11. ამასთანავე, ირკვევა, რომ ტრამვაის ერთი ვაგონი არანაკლებ 300 მგზავრს გადაიყვანს.
უფრო კონკრეტულად, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.