loader

"მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს, აღმოჩნდა, რომ ბინაში, რეზინის მილი გაზის დანადგარიდან მოხსნილი იყო" - ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს, აღმოჩნდა, რომ ბინაში, რეზინის მილი გაზის დანადგარიდან მოხსნილი იყო" - ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს:

"ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს და 114 ზე დარეკეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბინაში , რეზინის მილი გაზის დანადგარიდან მოხსნილი და ღიად დატოვებული იყო.

114 -ს და 112 -ს ჯგუფების ოპერატიული რეაგირებით რამდენიმე ათეული ოჯახი აფეთქებას გადაურჩა.

გახსოვდეს - გაზი უსაფრთხოა მაშინ, როცა მისი მოხმარების წესებს იცავ და ყურადღებით ხარ.

იზრუნე შენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებაზე" - ნათქვამია განცხადებაში.