loader

"კიევში, თამაშების დროს გულშემატკივარი დაგვიკავებია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის" - ხატია დეკანოიძე საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კიევში, თამაშების დროს გულშემატკივარი დაგვიკავებია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის" - ხატია დეკანოიძე საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ, მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

"სტადიონზე და მის მიღმა ფეხბურთის რადიკალური გულშემატკივარი ბევრ ქვეყანაში პრობლემაა.

კიევში, საერთაშორისო თუ ადგილობრივი თამაშების დროს გულშემატკივარი დაგვიკავებია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

პოლიციის და შესაბამისი სამსახურების ვალდებულებაა არ დაუშვას უწესრიგობა სტადიონზე და დაიცვას გულშემატკივარი, ადგილობრივი თუ ჩამოსული. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სივრცეს სტადიონიც განეკუთვნება.

“სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა, რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.

ასევე, იკრძალება ნებისმიერი საგნის,ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე. სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზეც”. ამაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანოები და პოლიცია.

ამ წესების დარღვევას უნდა მოჰყვეს რეაგირება, მაგრამ საქართველოში მხოლოდ პროტესტს სჯიან და სტუდენტებს იჭერენ სისხლის სამართლის წესით ივანიშვილის საწინააღმდეგო შეკრებებში მონაწილეობისთვის შეთითხნილი ბრალდებით.

არ მახსენდება სომეხ ერზე უფრო ახლო მეგობარი და ნათესავი ჩვენთვის და რამდენიმე ათეული არამზადას ქცევა ამას ვერ შეცვლის. აქაც პასუხისმგებლობა გაპარტახებულ ქოცურ ინსტიტუტებზეა. ქოცების პროპაგანდაც რომ სამარცხვინო არმენოფობიას წლებია აღრმავებს - გვახსოვს." - წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის,ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი "დინამო არენაზე" არეულობა დაიწყო.

გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე გადავიდა და ზეიმი დაიწყო, ხოლო ზოგიერთ მათგანს სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა.

სომხური გამოცემები წერენ, რომ მათ ფანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, უხამს ჟესტებს უჩვენებდნენ, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია.