loader

"სირცხვილო!" - კადრები სასამართლოდან: საქმის გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათე დევიძის ოჯახის წევრების ხმაური მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სირცხვილო!" - კადრები სასამართლოდან: საქმის გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათე დევიძის ოჯახის წევრების ხმაური მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის მათე დევიძის სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, კერძოდ კი, დროშის ტარით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას.

სასამართლოში ჩვენება 2-მა მოწმემ მისცა. მათგან ერთი საქმის მთავარი გამომძიებელი, მეორე კი დაზარალებული პოლიციელია.

საქმის გამომძიებლის გამოკითხვის დასრულებას მათე დევიძის ოჯახის წევრების ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ვიდეო: "პუბლიკა"