"პირველი ბრალდება იყო, რომ თითქოს, თემურმა ნინოს ფეხი დაარტყა... ოქმში სიტყვიერი შეურაცხყოფა წერია" - რას ამბობს თემურ ქათამაძის ნათესავი?
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტის, ჯაფარ ილმაზის, იგივე თემურ ქათამაძის მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეში კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. სწორედ მან მიმართა შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს, კერძოდ კი, 112-ში განახორციელა ზარი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტიდან კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს, სადაც მას შიმშილობის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უნდა ჩატარებოდა. არსებული ინფორმაციით, ქათამაძე კლინიკის მედდასთან კონფლიქტში შევიდა, რის შემდეგაც, მის დასამშვიდებლად შესულ კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თემურ ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ შეტყობინების ოქმში ინციდენტის ტიპად ძალადობაა მითითებული და ნათქვამია, რომ ნინო ნადირაძეს დაკავებულმა „მიაყენა შეურაცხყოფა, ფეხი ჩაარტყა“, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება ქათამაძეს ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე „ვივამედში“ შიმშილობის პერიოდში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას შიმშილობა შეწყვეტილი აქვს და კლინიკიდან კვლავ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.
ვიდეო: "ფორმულა"