loader

რამდენ ლარს შეადგენს თვეში მეტროში რიგის მომწესრიგებლის ანაზღაურება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ლარს შეადგენს თვეში მეტროში რიგის მომწესრიგებლის ანაზღაურება?

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ „მოძრაობის სამსახურს“ 608 მოქმედი თანამშრომელი ჰყავს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მოძრაობის სამსახურის უფროსის ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო 5 245 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, „მოძრაობის სამსახურში“ დასაქმებულთა ნაწილი მეტროში მგზავრთა ნაკადს არეგულირებს. ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კი 1 007 ლარს უტოლდება.

„დამატებით განვმარტავთ, რომ მგზავრთა ნაკადის მარეგულირებლები, ძირითადი დატვირთვით მუშაობენ პიკის საათებში“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

განაგრძეთ კითხვა>>>