loader

რას ამბობს სომეხი ქომაგი გუშინელი ინციდენტის შემდეგ? - "ჩვენ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, წა­მებ­ში აღ­მოჩ­ნდით პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბის და მე­ტა­ლის ქი­ლე­ბის წვი­მის ქვეშ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს სომეხი ქომაგი გუშინელი ინციდენტის შემდეგ? - "ჩვენ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, წა­მებ­ში აღ­მოჩ­ნდით პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბის და მე­ტა­ლის ქი­ლე­ბის წვი­მის ქვეშ"

გუ­შინ, სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის თე­მაა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სო­მეხ გულ­შე­მატ­კივ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის საბ­ჭოს წევ­რმა გი­ორ­გი ტუ­მა­სი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­მე­ხი ქო­მა­გის, მიერ ჩა­წე­რილ ვი­დე­ოს თარ­გმანს ავ­რცე­ლებს.

გთხოვთ წა­ი­კი­თხოთ ეს და დას­კვნე­ბი თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნოთ. ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სო­მე­ხი ქო­მა­გის სი­ტყვე­ბის თარ­გმა­ნი, რო­მე­ლიც ახლა ვი­დე­ოს სა­ხით ვრცელ­დე­ბა სომ­ხურ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში:

“სომ­ხე­თის გა­რეთ 200-ზე მეტ თა­მაშ­ზე ვარ ნამ­ყო­ფი, სომ­ხეთ­ში ასო­ბით თა­მაშ­ზე. ასე­თი რამე არ მი­ნა­ხავს. რო­გორც კი ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სომ­ხუ­რი სექ­ტო­რის­კენ მო­ვიდ­ნენ თა­ვი­ან გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან, ჩვენ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, წა­მებ­ში აღ­მოჩ­ნდით პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბის და მე­ტა­ლის ქი­ლე­ბის წვი­მის ქვეშ.

არ ვიცი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რა­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდნენ ჩვენს სექ­ტორ­თან, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ ბოთ­ლე­ბით და ქი­ლე­ბით, ხაზ­გას­მით ვამ­ბობ გა­უხ­სნე­ლით!

გა­უხ­სნელ ბოთ­ლებ­ზე და თავ­სა­ხუ­რებ­ზე ჩვენს გულ­შე­მატ­კივ­რებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ, რა­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში ასო­ბით გა­უხ­სნე­ლი ბოთ­ლი და ქილა?

გვეს­როდ­ნენ ჩვენს ქვე­მო­დან, მო­ედ­ნი­დან და ზე­მო­და­ნაც, ზედა ია­რუ­სი­დან, სა­დაც ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი იყო. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" უსაფრ­თხო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და სა­ერ­თოდ, სომ­ხურ და ქარ­თულ სექ­ტო­რებს შო­რის, გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის არ­ცერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი არ იყო, ერ­თიც კი სიმ­ბო­ლუ­რად. ასე­თი რამე არ­სად არას­დროს მი­ნა­ხავს.

სო­მეხ გულ­შე­მატ­კივ­რებს მოგ­ვი­წია სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ლო­დი­ნი სა­ნამ ყვე­ლა და­ტო­ვებ­და "დი­ნა­მოს" და მხო­ლოდ ამის მერე გაგ­ვიშ­ვეს იქი­დან, უკვე აცივ­და საკ­მა­ოდ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან მყო­ფი ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ზოგი უკი­დუ­რე­სა­დაც კი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.”

P.S.

მე ჯერ კი­დევ გუ­შინ დავ­წე­რე, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას ჰგავს ქარ­თუ­ლი დრო­შის უკან ამო­ფა­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის აგენ­ტე­ბის მხრი­დან არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და ე.წ. “ხე­ლი­სუფ­ლე­ბის”.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ორი მატ­ჩის ჯა­მით 9:1 და­ა­მარ­ცხა სომ­ხე­თი და "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.