loader

"ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ...“ - რა თქვა ვილი სანიოლმა საქართველო-სომხეთის გუშინდელი მატჩის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ...“ - რა თქვა ვილი სანიოლმა საქართველო-სომხეთის გუშინდელი მატჩის შემდეგ?

“ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ სწო­რად ვვი­თარ­დე­ბით“, - ამის შე­სა­ხებ ერთა ლი­გა­ზე სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან პლეი-ოფის სა­პა­სუ­ხო მატ­ჩის 6:1 მო­გე­ბის შემ­დეგ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, B ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს შეხ­ვდე­ბა. მწვრთნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვინც არ უნდა შეგ­ვხვდეს, მთა­ვა­რია, ვიბ­რძო­ლოთ და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ.

"დღეს ბევ­რი სა­ნაკ­რე­ბო შე­ჯიბ­რია და ყველ­გან სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მიღ­წე­ვა გვსურს. B ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს შევ­ხვდე­ბით. პირ­ვე­ლი ტა­ი­მით გან­სა­კუთ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ან­გა­რი­ში­სა და შეც­ვლე­ბის გამო, იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით მე­ო­რე 45 წუ­თის გაგ­რძე­ლე­ბა იოლი არ იყო. ბი­ჭე­ბი შეც­ვლა­ზე კარ­გად შე­ვიდ­ნენ და შეკ­რე­ბას კარგ ხა­სი­ათ­ზე ვას­რუ­ლებთ.

მი­ქა­უ­ტა­ძე ჯერ ახალ­გაზ­რდაა და მისი სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა ჯერ კი­დევ წი­ნაა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­მა მას თავ­და­ჯე­რე­ბა კი­დევ უფრო შე­მა­ტა. რო­გორც გოგ­ლი­ჩი­ძემ, ასე­ვე ლო­ჩოშ­ვილ­მა ერე­ვან­ში კარ­გად ითა­მა­შეს, თა­ნაც ერ­თად პირ­ვე­ლად გა­მო­ვიდ­ნენ. დღეს კა­შია იყო და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ყვე­ლამ ვი­ცით. კმა­ყო­ფი­ლი რო­გორც დაც­ვით, ასე­ვე ნა­ხე­ვარ­დაც­ვით ვარ. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ სწო­რად ვვი­თარ­დე­ბით, დაც­ვა­ში გვყავს რო­გორც ვე­ტე­რა­ნე­ბი, ასე­ვე გოგ­ლი­ჩი­ძე, რო­მელ­საც დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს.

ზა­ფხულ­ში ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდულ ჩემ­პი­ო­ნატს უპი­რა­ტე­სო­ბა ექ­ნე­ბა, ფეხ­ბურ­თე­ლებს და­ვუთ­მობთ. ეს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლია.

მი­ქა­უ­ტა­ძე ახლა ისეთ ფორ­მა­შია, მისი სკამ­ზე დას­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს რო­გორც ზივ­ზი­ვა­ძეს, ასე­ვე სხვებ­საც ეხე­ბათ. შე­საძ­ლოა, გულ­და­წყვე­ტილ­ნი იყ­ვნენ, მაგ­რამ გუნდში მუ­შა­ო­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლონ და შანსს ისევ მი­ი­ღე­ბენ.

ჩემი ნება რომ იყოს, ნი­დერ­ლან­დებს შევ­ხვდე­ბო­დი, რად­გან ეს­პა­ნე­ლებს ბოლო დროს ბევ­რჯერ და­ვუ­პი­რის­პირ­დით და ეს სი­ახ­ლე იქ­ნე­ბო­და. ვინც არ უნდა შეგ­ვხვდეს, მთა­ვა­რია, ვიბ­რძო­ლოთ და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ. 3-4 წლის წინ 3 მცვე­ლით თა­მა­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის რე­სურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე. ახლა სი­ტუ­ა­ცია იც­ვლე­ბა, გოგ­ლი­ჩი­ძე და ლო­ჩოშ­ვი­ლი ბევ­რს თა­მა­შო­ბენ. ეს ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვა­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას მოგ­ვცემს", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­ოლ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც sportall.ge ავ­რცე­ლებს.