"იქნებ, კითხულობდე! შენი ტყვია მოხვდა ჩვენს მანქანას და გახვრიტა სახურავი... სჯობს, შეწყვიტო!" - რას წერს მოქალაქე სანზონის დახურულ ჯგუფში?
"სანზონაში კერძოდ, "კირპიჩკის დასახლების" რადიუსში ვიღაც ავადმყოფი ისვრის იარაღს. განსაკუთრებით აღნიშნავს ახალ წელს, დღესასწაულებს და ფეხბურთში გატანილ გოლებს. თითო გასროლაზე ისვრის 4-5 ტყვიას" - ამის შესახებ სოციალური ქსეში, სანზონის დახურულ ჯგუფში მოქალაქე წერს.
მოქალაქის თქმითვე, ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს, ტყვია მის მანქანას მოხვდა და სახურავი გახვრიტა.
"იქნებ, კითხულობდე შენ ავადმყოფო...
ახალ წლამდე პერიოდში შენი ტყვია მოხვდა ჩვენს მანქანას და გახვრიტა სახურავი, ტყვია სალონში ჩავარდა და სჯობს, შეწყვიტო, სანამ ვინმე დაგიზიანებია.
ზუსტად მძღოლის თავზე გახვრიტე მანქანა, ადამიანი რომ მჯდარიყო, შეიწირავდი.
იმედი მაქვს, მიაღწევს ადრესატამდე ეს პოსტი, ან თუ ეჭვი გაქვთ ვინმეზე, გააფრთხილეთ. თუ არ შეწყვეტს, ძალიან მარტივად შეგვიძლია შენი პოვნა შენივე ტყვიით" - წერს მოქალაქე.