"მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის" - სალომე ზურაბიშვილი "დინამო არენაზე" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
"ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორი მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.
როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის.
ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!" - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, გუშინ საქართველო-სომხეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, "დინამო არენაზე" უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. რამდენიმე ქართველმა გულშემატკივარმა სომეხი გულშემატკივრების მისამართით ბოთლები ისროლა.