თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა
თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.
სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გადაწყვეტილება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
პოლიციამ სტამბოლის მერიის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იმამოღლუს კრიმინალური ორგანიზაციის მართვაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვაში, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაში ბრალი წაუყენეს და სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
იმამოღლუ სტამბოლის დასავლეთ ნაწილში მდებარე სილივრის ციხეში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. თურქეთის მთავრობა ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია.