2011 წლის 25 მაისის სისხლიანი პროტესტის ქრონიკა
სისხლიანმა პროტესტმა ხელისუფლების საზეიმო გეგმები ვერ შეცვალა. იქ, სადაც ღამით ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა, ქვეყნის პირველმა პირმა დილით აღლუმი ჩაიბარა. აღლუმს არ დასწრებია კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, სადღესასწაულო ხორუმის შესრულებაზე სუხიშვილებმაც უარი თქვეს.
25 – 26 მაისი, ღამე:
- ორთაჭალაში პოლიციის სპეცტექნიკაა მობილიზებული
- საპროტესტო აქცია პარლამენტთან 23:15
- პარლამენტის წინ აქციის დაშლა დაიწყო
- აქცია დაარბიეს, არიან დაშავებულები
- რუსთაველის გამზირზე მამაკაცი გარდაიცვალა
- სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა
- დარბევის ამსახველი ვიდეომასალა
- ნონა გაფრინდაშვილი დარბევის შემდეგ
- დარბევის შედეგად დაშავებულები
- სასწრაფო დახმარების მანქანები რუსთაველის გამზირზე
- სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაპატიმრებული მონაწილეები ჩამოატარეს
- აქციის დაშლის დროს ერთი პოლიციელი გარდაიცვალა
- აქციის ათობით დაპატიმრებული მონაწილე კინოთეატრ რუსთაველის ფოიედან გამოჰყავთ
- დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ
- სპეციალური ტექნიკა რუსთაველის გამზირს ტოვებს
- სპეცრაზმელებისა და მომიტინგეს ხელჩართული ბრძოლა
- რესპუბლიკურ საავადმყოფოში "უცნობი" მიიყვანეს
- ნინო ბურჯანაძე სპეცრაზმის მანქანას გადაუდგა
- გარდაცვლილ პოლიციელზე ნინო ბურჯანაძე პასუხისმგებლობას იხსნის
- რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკავებულები მიყავთ
- ნინო ბურჯანაძის შვილის, ანზორ ბიწაძის დაკავების კადრები [ვრცელი ვიდეომასალა]
- ნინო ბურჯანაძე ცდილობს არ გაატანოს პოლიციას ანზორ ბიწაძე
- ნინო ბურჯანაძის ესკორტის ჩავლა - კადრები განსხვავებული რაკურსით
- ათი სპეცრაზმელი აქციის ერთ მონაწილეს ცემს
- ”რომ გავუშვა, ბიჭო, მოკლავენ” - სამართალდამცველმა ჟურნალისტი მისი უსაფრთხოების მიზნით დააკავა