loader

“სახელმწიფო ბიუჯეტებიდან საპატრიარქოს დაფინანსება უნდა შეწყდეს…” - რას წერს რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სახელმწიფო ბიუჯეტებიდან საპატრიარქოს დაფინანსება უნდა შეწყდეს…” - რას წერს რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მრავალი წლის განმავლობაში საპატრიარქო მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონ ლარს იღებდა. მუნიციპალური ბიუჯეტიდან ცალკე ფული გამოიყოფა, ხოლო მიწების და სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება, რომელიც საპატრიარქოს გადაეცა, ასეულ მილიონობით ლარს შეადგენს. მხოლოდ ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, ერთი კილომეტრის სიგრძის ზღვის სანაპიროთი, ას მილიონ ლარზე მეტი ღირდა იმ დროისათვის ( საპრივატიზაციოდ იყო გამზადებულ-შეფასებული).

გასულ წელს მთავრობამ საპატრიარქოს 25 მილიონის ნაცლად 65 მილიონი ლარი გამოუყო წინასაარჩევნოდ, ხოლო მიმდინარე წელს 68 მილიონამდე გაუზარდა.

პოლიტიკური მოსყიდვაა ეს და სხვა არაფერი, ისევე როგორც სახელისუფლებო (ფაქტობრივად პრორუსული) არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ბიუჯეტიდან.

სახელმეიფო ბიუჯეტებიდან საპატრიარქოს დაფინსნსება უნდა შეწყდეს. ეკლესია უნდა დააფინანსოს მრევლმა იმ ფარგლებში, რამდენსაც გასწვდება და რამდენადაც უღირს. ხალხის ფულით დაფინანსებულო შავჯიპიანი მღვდლები არ არის ის გზა, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ."