loader

“და­კა­ვე­ბუ­ლია 18 პირი” - შსს განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“და­კა­ვე­ბუ­ლია 18 პირი” - შსს განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის, თბი­ლი­სის, აჭა­რის, კა­ხე­თის, შიდა ქარ­თლის, ქვე­მო ქარ­თლის, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, გუ­რი­ი­სა და იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს - და­კა­ვე­ბუ­ლია 18 პირი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის, ტა­რე­ბი­სა და წე­სის დარ­ღვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჭ., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ., 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ქ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.დ., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ც., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.რ., 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჯ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.პ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.შ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.გ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ა., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.დ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ი.ი., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ხ., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.კ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ბ., 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ჩ. და 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.გ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად სხვა­დას­ხვა ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს, მათ შო­რის ავ­ტო­მა­ტე­ბი, პის­ტო­ლე­ტე­ბი, რე­ვოლ­ვე­რე­ბი, ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი, მჭი­დე­ბი, დიდი ოდე­ნო­ბით ვაზ­ნე­ბი და ხმის ჩამხშო­ბი მა­ყუ­ჩი. რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის­გან, პო­ლი­ცი­ამ, ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი „ალფა პვპ“ და „მა­რი­ხუ­ა­ნა“ ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 214-ე , 260-ე და 273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.