loader

“უკვე მე­სა­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და - ეს უკვე მე­ტის­მე­ტია… იქ რა­ღაც ხდე­ბა” - რას ამბობს მევლუდ მელაძე მე­ტე­ხის ხი­დი­დან მტკვარ­ში, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით, სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ვარდნაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უკვე მე­სა­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და - ეს უკვე მე­ტის­მე­ტია… იქ რა­ღაც ხდე­ბა” - რას ამბობს მევლუდ მელაძე მე­ტე­ხის ხი­დი­დან მტკვარ­ში, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით, სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ვარდნაზე

ბოლო დღე­ებ­ში, მე­ტე­ხის ხი­დი­დან მტკვარ­ში, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით, სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ვარ­და. პირ­ვე­ლი ფაქ­ტი, სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და

- ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 24 წლის ბიჭი. შემ­დეგ, 11 მარტს და 16 მარტს, ისევ მე­ტე­ხის ხი­დი­დან მტკვარ­ში კი­დევ ორი მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გამ­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ორი­ვე მძღო­ლი გა­დარ­ჩა. რა­ტომ ხდე­ბა ამ ად­გი­ლას ავა­რი­ე­ბი და რა ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი? -Kvirispalitra.ge -ს ექსპერტი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ესაუბრა:

- სა­დაც ხი­დე­ბია, გა­და­ვარ­დნის ალ­ბა­თო­ბა არის, მით უმე­ტეს გა­ნი­ერ სივ­რცე­ში - როცა სივ­რცე გა­ნი­ე­რია, მე­ტია აჩ­ქა­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ალ­ბა­თო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, საფრ­თხეც დი­დია, ამი­ტომ სა­ნამ ჯე­ბი­რამ­დე მივა მან­ქა­ნა, იქ უნდა იყოს დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რი, ე.წ ბე­ტო­ნის ბა­რი­ე­რის მსგავ­სი, რომ ტრო­ტუ­არ­ზე შე­ვარ­დნა და მით უმე­ტეს - მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­დნა ვერ მო­ა­ხერ­ხოს მან­ქა­ნამ. იქ, სა­დაც ზე­დი­ზედ სამი შემ­თხვე­ვა მოხ­და, ჩქა­როს­ნუ­ლი სივ­რცე არ გვაქვს, წლე­ბი ისე გა­დის, რომ მსგავ­სი ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ახლა ბე­დის ირო­ნი­ით ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა ეს ფაქ­ტე­ბი. როცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა, ამას შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა, რომ გა­ირ­კვეს მი­ზე­ზი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან შემ­თხვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით რომ შე­ის­წავ­ლოს პრობ­ლე­მა, ასე­თი ჯგუ­ფი არ არ­სე­ბობს...

როცა პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და მტკვარ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სწრა­ფი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რის მო­წყო­ბა.კარ­გი, და­ვუშ­ვათ პირ­ვე­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა შემ­თხვე­ვი­თო­ბას და­ვაბ­რა­ლეთ და არ გა­ვა­კე­თეთ არა­ფე­რი, მაგ­რამ იმა­ვე ად­გი­ლას მე­ო­რე შემ­თხვე­ვა რომ მოხ­და, მა­შინ მა­ინც ხომ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამის გა­კე­თე­ბა?! 16 მარტს უკვე მე­სა­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და - ეს უკვე მე­ტის­მე­ტია. ზუს­ტად სქე­მი­სა და ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ იქ რა­ღაც ხდე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა შეს­წავ­ლა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, რომ გან­მე­ო­რე­ბით არ მოხ­დეს კი­დევ ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა. კარ­გია, რომ გა­დარ­ჩა ის ორი ადა­მი­ა­ნი და ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც ბევ­რმა გა­და­ი­ღო, მაგ­რამ ცუ­დია ის, რომ ბე­დის ანა­ბა­რა ვართ ისევ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და პრობ­ლე­მა ჯერ კი­დევ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, გვჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა.

- რა უნდა გა­კეთ­დეს მე­ტე­ხის ხი­დის იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას?

- უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რომ მსგავ­სი რამ არ მოხ­დეს - გამ­ყო­ფი ზო­ლის გა­კე­თე­ბა, სიჩ­ქა­რის და­წე­ვა და რე­გუ­ლა­ცია...წა­ი­კი­თხე ვრცლად