“გია ვოლსკის მივმართავ….” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი გია ვოლსკს მიმართავს, რომელმაც TV "იმედის" სიუჟეტში, "ნანუკას ფონდს", "რევოლუციის ნიშნის მატარებელი" ფონდო უწოდა.
"გია ვოლსკის მივმართავ, კაცს რომელმაც იცის რა ტანჯვაა ის, რასაც იმედი პროპაგანდას უპირისპირებს!
დაუჯერებელია თქვენი კომენტარი იმ სიუჟეტში, სადაც სხვისი შვილების გადარჩენის მიზნით გაკეთებული განცხადება, მარაზმ პროპაგანდად აქციეს.
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენგან ველოდი განცხადებას რომ ყველას შვილი ცოცხალი უნდა იყოს.
თქვენც იგივეს უნდა ითხოვდეთ ბატონო გია!
ყველა შანსის მიცემას მშობლებისთვის, რომლებიც შვილების გადარჩენისთვის იბრძვიან!"