სკანდალური წვეულება და გარდაცვლილი 20 წლის მოდელი - "სექსუალურ მონობაში აღმოჩნდა"
დუბაიში დაკარგული 20 წლის უკრაინელი მოდელი, მარია კოვალჩუკი, გზის პირას მძიმე დაზიანებებით და მრავალი მოტეხილობით იპოვეს. მისი ახლობლების თქმით, ის შესაძლოა სექსუალურ მონობაში აღმოჩნდა.
თუმცა, გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მარია დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა. "მან მარტომ შეაღწია დახურულ სამშენებლო მოედანზე და იქიდან გადავარდა," – განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.ახალგაზრდა ქალი ემირატებში ესკორტის მომსახურებით ირჩენდა თავს. გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე წვეულების შემდეგ, მან გაქცევა სცადა, თუმცა, კლიენტებმა მასზე სასტიკად იძალადეს და გააუპატიურეს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მარია თავის დაბადების დღეზე ადგილობრივი შეიხების წვეულებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის უცნობ მამაკაცებთან ერთად წავიდა.
"9 მარტს, 20 წლის იუბილეზე, მარია კოვალჩუკი შეიხების წვეულებაზე იმყოფებოდა. მეორე დღეს მან დედას დაურეკა და უთხრა, რომ დღის განმავლობაში ერთ-ერთ სასტუმროში უცნობ პირებთან ერთად იქნებოდა. დედის თქმით, მისი ხმა დაბნეული იყო. ამის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა," – აცხადებს წყარო.
თუმცა, მიმდინარე საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. გავრცელებული ცნობებით, მარია, სავარაუდოდ, გავლენიანი არაბების წვეულებაზე ვერ მოხვდებოდა, რადგან იქ მხოლოდ მაღალი მოდელის პარამეტრებით გამორჩეული გოგონები დაიშვებოდნენ.კოვალჩუკი არც ისე მაღალი იყო და სხეულზე ტატუები ჰქონდა, რაც მას მაღალი დონის მოდელების კატეგორიიდან გამორიცხავდა. ამიტომაც, სავარაუდოდ, ის ჩართული იყო ე.წ. "porta potty" წვეულებებში. ამგვარ წვეულებებში მონაწილეობისთვის გოგონებს 30,000 დოლარზე მეტსაც კი უხდიან.
ყველაზე შემზარავი ისაა, რომ ასეთ შეხვედრები მხოლოდ სექსუალური აქტივობებით არ მიმდინარეობს. კლიენტები მსხვერპლებს თმას პარსავენ, კიდურებზე ლითონის კაუჭებს უკეთებენ და ისე კიდებენ. ამგვარი ძალადობის სანაცვლოდ გოგონებს 50,000-დან 100,000 დოლარამდე უხდიან, განსაკუთრებით კი ლამაზებს. განაგრძეთ კითხვა