"არ გამოიყენოთ საკვებად, გაანადგურეთ“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას შპს "ორგანიკას” მიერ იმპორტირებულ ნუშის კარაქთან დაკავშირებით აფრთხილებს, რომ კონკრეტული პროდუქტი არ გამოიყენონ საკვებად.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 მარტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შევიდა "საგანგაშო შეტყობინება“, რომელიც შეეხებოდა ბულგარეთში წარმოებულ ორგანულ ნუშის კარაქს.
"შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით (Bacillus cereus). ეს მიკროორგანიზმი შესაბამის პირობებში მოხვედრისას გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს - ღებინებასა და დიარეას. განაგრძეთ კითხვა