loader

ძლიერი მიწისჭვრა ირანის ქალაქ ისპაჰანში, რომელიც ატომური სადგური "ნატანზედან" 26 კილომეტრშია - რას წერს ადგილობრივი მედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი მიწისჭვრა ირანის ქალაქ ისპაჰანში, რომელიც ატომური სადგური "ნატანზედან" 26 კილომეტრშია - რას წერს ადგილობრივი მედია

ირანის ქალაქ ისპაჰანში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იმ ტერიტორიაზეც, რომელიც ატომური სადგური "ნატანზედან" 26 კილომეტრშია. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.

ირანის სეისმოლოგიურ ცენტრში აღნიშნეს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.5 ბალი იყო.

ადგილობრივი მედია ბირთვული ობიექტის დაზიანებასა ან რაიმე მსხვერპლზე არ წერს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ავარიული ჯგუფები დაზიანებულ რაიონებში მუშაობენ.