"სამარცხვინო ხარ!" - მეგი კობალაძე ნუკრი ქანთარიას
მსახიობი მეგი კობალაძე სოციალურ ქსელში ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიას მიმართავს.
"ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია სამარცხვინო ხარ! ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე. 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული. რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ?! შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები.
გაუმართლებელი ხარ! აქამდე მეცინებოდა შენს სასტიკ საყვედურებზე, ხელფასის დაქვითვაზე, მაგრამ იმდები ადამიანობა არ გეყო, ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც" - წერს მსახიობი მეგი კობალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ორი დღით ადრე, მეგიმ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუწყვიტა. ბრძანებაში ეწერა, რომ მეგიმ არ წარადგინა ბიულეტენის გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა.
"6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელოო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი არ გაძლევენ. ხომ დავხურე 13 მარტს და მოგართვი? - ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის. ასეც ვიცოდი" - დაწერა კობალაძემ.
ასევე იხილეთ: "დღეს აპირებდა ჩემს გაგდებას, და მემუქრებოდა - კამერამ მიხსნა" - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი მეგი კობალაძე