ვინ არის ექიმი, რომელმაც ქართველ გოგონას ყბა-სახის უნიკალური ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა - "ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა, მარიამს ყბა გაუხსნეს"
გუშინ, მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძეს გულშემატკივრობდა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 7-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონა ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა. დანტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა.
ექიმი, რომელმაც მარიამს უსასყიდლოდ ოპერაცია გაუკეთა, პროფესორი დოქტორი ალთან ვაროლია.
პროფესორი დოქტორი ალთან ვაროლი სტომატოლოგი და ყბა-სახის ქირურგია. დაიბადა 1977 წელს პლოვდივში, ბულგარეთში.
2001 წელს დაამთავრა მარმარას უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო დოქტორანტურა ამავე უნივერსიტეტის პირის, კბილების და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში.
2007 წელს დაასრულა დისერტაცია თემაზე "თემპორომანდიბულარული სახსრის ართროსკოპია". 2011 წელს მიიღო დოცენტის წოდება, ხოლო 2016 წელს გახდა პროფესორი.
2021 წლიდან მუშაობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირის, კბილების და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად. მისი კლინიკური ინტერესები მოიცავს ყბა-სახის დეფორმაციების კორექციას (ორთოგნათიკური ქირურგია), ყბა-სახის ტრავმატოლოგიას, ყბა-სახის სახსრის დაავადებებს და მკურნალობას, ძილის აპნოეს და ორალურ იმპლანტოლოგიას.
ვიდეო: "რუსთავი 2"