"სრული სიგიჟე... შოკში ვართ ყველა" - ვრცელდება კადრები, როგორ გამოიყურება 16 წლის მარიამ კოხრეიძე უნიკალური ოპერაციის შემდეგ
გუშინ, მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძეს გულშემატკივრობდა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 7-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონა ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა.
დანტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა.
"სრული სიგიჟე... სრული ტრანსფორმაციაშოკში ვართ ყველა მარიამია.... ჰო, ჰო მართლა მარიამია" - წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი და კადრებს აქვეყნებს.
გოგონას ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს. ცნობილია ისიც, რომ ექიმმა ჰონორარზე უარი თქვა.
ვიდეო: Dantesi Photography