როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები "მეგობარი აქტის" მხარდამჭერ მარშს, რომელიც თბილისში 22 მარტს უნდა გაიმართოს?
22 მარტს დაგეგმილია "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში.
როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, "მეგობარ აქტს" საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დოკუმენტი საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერას, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მარშში მონაწილეობა აუცილებელია, იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ქართველი ხალხის სწრაფვა ევროპისკენ კიდევ ერთხელ დაინახონ.