ილია თოფურია ზედმეტსახელს იცვლის - რას წერს UFC-ის ქართველი ჩემპიონი
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ზედმეტსახელს იცვლის — ინფორმაცია თავად მებრძოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ელ მატადორი ჩემი ზედმეტსახელი იყო ყველა ბრძოლაში, მაგრამ შემდეგ ჯერზე ოქტაგონზე სხვა სახელით შევალ" — დაწერა სოციალურ ქსელში ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია MMA-ში დაუმარცხებელია — მის ანგარიშზე 16 ორთაბრძოლა და 16 გამარჯვებაა. გასული წლის თებერვალში, მან ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან ტიტული წარმატებით დაიცვა, რის შემდეგაც წონა შეიცვალა, მსუბუქ წონაში გადავიდა და პირველ ორთაბრძოლას უახლოეს პერიოდში გამართავს.