"ბაია პატარაია გაგიბრაზდება, დიანა" - როგორ პასუხობს დიანა ტრაპაიძე კრიტიკოსებს
"TV პირველის" წამყვანმა, დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს, თამთა სანიკიძეს დაბადების დღე მიულოცა, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამაც:
"მეგობრობს ხალხი, ერთმანეთი ესაყვარლებათ და ეძვირფასებათ. მერე რა რომ ვიღაც პროპ****ონია? მერე რა რომ ვიღაც მოღალატეა? მერე რა რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ? ტფილისი ხომ ურთიერთობაა… ნე გავარიიი… ვჩპ!"
დიანა ტრაპაიძემ კრიტიკოსებს მხოლოდ ერთი პოსტით უპასუხა ფეისბუკზე, სადაც ჩანს რომ ჟურნალისტი სომხეთშია საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ:
"არ გეშინია დიანა, რომ სამშობლოს მოღალატედ შეირაცხები?"
"ბაია პატარაია გაგიბრაზდება დიანა;"
"ყოველთვის, ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი და საოცარი ადამიანი,ადამიანობის მაგალით რასაც პირადად პირადი მაგალით მალაპარაკებს!საკუთარ ტელევიზიაშიც ,,ჯოკერია"ისეთი ჟურნალისტი და ადამიანია!"
"საუკეთესო მოქალაქე, საუკეთესო ჟურნალისტი, საუკეთესო გულშემატკივარი;" - უწერენ კომენტარებში ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საზოგადოების ნაწილმა დაწერა, რომ ეროვნულ ნაკრებს, სომხეთთან მატჩისას არ უგულშემატკივრებენ, რადგან მათი სათანადო თანადგომა ვერ დაინახეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისას.