სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
ტერორი საქართველოში: არასამთავრობო ორგანიზაციების, ან პროექტების უცხოური დაფინანსება აკრძალეს, ადგილობრივი სოლიდარობის ფონდები თვითნებურად გაყინეს, ბიზნესმენები დააპატიმრეს, პოლიტიკოსებს დაემუქრნენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ტერორი საქართველოში - არასამთავრობო ორგანიზაციების ან პროექტების უცხოური დაფინანსება აკრძალეს, ადგილობრივი სოლიდარობის ფონდები თვითნებურად გაყინეს, არაპროპორციული ჯარიმები (თითოეულს 1800 აშშ დოლარი), რომელიც ახრჩობს მშვიდობიან მომიტინგეებს. ბიზნესმენები დააპატიმრეს. პოლიტიკოსებს დაემუქრნენ. უცხოელ ოფიციალურ პირებს ქვეყანაში არ უშვებენ“, - წერს ზურაბიშვილი.