"ერევანში ვინც მიდიხართ, დიდი საცობია საზღვარზე" - ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება
"ერევანში ვინც მიდიხართ, დიდი საცობია საზღვარზე" - ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება.
წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.