286 დღის შემდეგ კოსმოსიდან დედამიწაზე დაბრუნებული ასტრონავტების ფოტოები ვრცელდება
მედიაში 286 დღის შემდეგ კოსმოსიდან დედამიწაზე დაბრუნებული ასტრონავტების ფოტოები ვრცელდება.
17-საათიანი ფრენის შემდეგ Space X-ის კაფსული Crew Dragon-ი სამშაბათს საღამოს დაეშვა ფლორიდის სანაპიროსთან.
62 წლის უილმორი და 59 წლის უილიამსი NASA-ს ჰიუსტონის ცენტრში გაივლიან სამედიცინო გამოკვლევებს.
ფოტოებზე, რომლებიც გავრცელდა, ჩანს, რომ ასტრონავტები სუსტად გამოიყურებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია უილიამსის თხელი მაჯები.