„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 21 მარტს ისნის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.
„ხვალ, 21 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახალ მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელირად ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მოეწყობა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 21 მარტის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 მარტს, დილის 11:00 საათიდან 22 მარტის დღის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N90, 92, 94; შოროპნის, შირაქის, ზინდისის, მარიამ აბრამიშვილის, გურამ აბრამიშვილის, ქეთევან ლოსაბერიძის, კოშკოვანის, დოსითეოს დიმიტრიადისის, გარე კახეთის ქუჩებს; ზურაბიშვილის N10-24 (ლუწ ნომრებს) N31-77 (კენტ ნომრებს), რუსუდან მიქელაძის N28-88 (ლუწ ნომრებს) N23-73 (კენტ ნომრებს), აწყურის N24-94 (ლუწ ნომრებს) N9-51 (კენტ ნომრებს), აწყურის შესახვევს, კაჩინსკის N9, 11, 13, ნავთლუღის N 5, 7, 9, 11, 13, 15 და ჭრელაშვილის N3, 4 ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.