თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს - "მეგობრებო, ამას აკეთებენ სპეციალურად"
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"მეგობრებო.
ამას აკეთებენ სპეციალურად.
სპეციალურად გაკეტინებენ ქუჩას ცოტას, რომ დაგაჯარიმონ და აი ასეთი ბანძი პროპაგანდით გაგტეხონ.
იციან, რომ ხელს როცა გვიშლიან რუსთაველის ჩაკეტვაში ბევრი გავდივართ.
არ ჩაკეტოთ სანამ ბევრნი არ ვიქნებით.
დავინახავთ რომ არ იკეტება, და გამოვალთ.
იცის ეს რეჟიმმაც.
იცის რომ ხელს თუ შეგვიშლის, ბევრნი გამოვალთ და ამიტომ იქცევა ასე." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.