ვინ არის 35 წლის მამაკაცი, რომელიც მარნეულში ავარიას ემსვერპლა - "ქვეითი არის დაღუპული"
მარნეულში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გზაზე იდგა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს 17 წლის ბიჭი მართავდა.
MarneuliNews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ სადახლოს მკვიდრი, 35 წლის მაზაჰირ ნაზაროვია.
"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა და კიდევ ერთი გარდაცვლილი მარნეულში. 17 წლის ბავშვი როდესაც საჭეს მართავს... ქვეითი არის დაღუპული ..როდის ვისწავლით ჭკუას?" - წერს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" - წევრის, ჯეიჰუნ მუჰამედადლი.